1. პროექტის სახელი; ჯანსაღი კვება
2. პროექტის მოკლე აღწერა ერთი–ორი წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ რომელი საკვები პროდუქტები უნდა მიიღონ ადამიანებმა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსაწავლეები მოიძიებენ 6 ჯგუფის საკვებ პროდუქტებს, შეადგენენ კვების ნორმებს, იმსჯელებენ სიმსუქნისა და სიგამხდრის პრობლემებზე, ააგებენ კვების პირამიდას.სადაც განათავსებენ საკვებ პროდუქტებს საჭიროების მიხედვით.
4. მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი
5. ვადები –ხანგრძლიობა: 1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტიობები: –მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო მასალას ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით,საკვები პროდუქტების: მარცვლეული მცენარეების, რძის ნაწარმის,ხორცის,ხილ–ბოსტნეულისა და სითხის შესახებ.
–აჯგუფებენ მათ შორის რომელი პროდუქტია აუცილებელი ყოველდღიურად მისაღები და რომელი არა.
–აკეთებენ პრეზენტაციას,პრეზენტაციის შემდეგ კი დასკვნას–ჯ ა ნ ს ა ღ ს ხ ე უ ლ ში ჯ ა ნ ს ა ღ ი ს უ ლ ი ა.
–აგებენ კვების პირამიდას.
7. მოსალოდნელი შედეგები რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის განხორციელების შემდეგ,მოსწავლეებს გაუჩნდებათ ინტერესი რომელი საკვები პროდუქტი რომელ ვიტამინს შეიცავს.გაიგებენ რომ ვიტამინებს ლათინური დიდი ასოებით აღნიშნავენ (ABC) მათი ნაკლებობა ორგანიზმში სხვადასხვა დავადებებს იწვევს .შეიძენენ ; კვლევის,დაკვირვების,ინფორმაციის მოპოვების,თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარ–ჩვევებს. განასხვავებენ რომელი საკვებ პროდუქტებს მოიხმარს ადამიანი მზა წესით და რომელს ამზადებს.
8. სარგებელი სხვებისთვის: ეცნობიან საკვებ პროდუქტების თემაზე შექმნილ ინფორმაციას ინდვიდუალურად, ჯგუფურად შემდეგ კი უზიარებუნ სხვებს.
9. სამუშაო ენა: ქართული ენა
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: აწყვიტის საჯარო სკოლა
11. საგნებთან/სსაგნობრივ ჯგუფთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
–ბუნება: ახასიათებენ მცენარეებს .მცენარეების შესწავლის მაგალითზე მსჯელობენ ,ფესვის,ღეროს ფოთლის, ყვავილისა და ნაყოფის საკვების მნიშვნელობაზე. აღწერენ საკვები პროდუქტის(შაქრის,პურის) დამზადების გზას
–უცხო ენა: რუსული ენა. რუსულ ენაზე გადმოსცემენ კვების პროდუქტებს.
–ხელოვნება: ხატავენ ნატურიდან საყვარელ საკვებ პროდუქტებს.
–ლიტერატურა: განსაზღვრავენ რომელ მწერლის და პოეტის ნაწარმოების შემოქმედებაში არის აღწერილი კულტურული მცენარეები.
12. პროექტის ფასილიტატორი: ინგა ველიჯანაშვილი
13. ფასილიტატორის ელ ფოსტა: ivelijanashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment